LC გთავაზობთ:


1. საერთაშორისო კომპანიებისათვის, ასევე საქართველოს და უცხო ქვეყნების კერძო კომპანიებისათვის სამართლებრივი მომსახურების სრული პაკეტი საქართველოს სამართლის მიხედვით:

 

  • წარმატებული ბიზნეს-საქმიანობის საწარმოებლად სამიზნე ქვეყნის საკანონმდებლო ბაზისა და საინვესტიციო გარემოს სათანადოდ ცოდნას სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია მეწარმისათვის. აქედან გამომდინარე ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს ბაზარზე მოღვაწე კერძო პირებსა და მეწარმეებს კომპეტენტურ იურიდიულ კონსულტაციას, აგრეთვე საადვოკატო მომსახურებას, წარმომადგენლობას სასამართლოში და მის გარეთ.
  • ჩვენი მრავაწლიანი გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია კლიენტებს გავუზიაროთ სათანადო ცოდნა და გავუწიოთ  დახმარება კულტურული და მენტალიტეტთან დაკავშირებული წინააღმდეგობების გადალახვაში.
  • კლიენტებს აგრეთვე ვთავაზობთ დახმარებას ქართულ ბაზარზე მათთვის საჭირო საკონტაქტო პირებისა და სწორი ბიზნესპარტნიორის შერჩევაში. ისინი მიიღებენ ყველა სახის საჭირო ინფორმაციას, რომელიც მათ დაეხმარებათ როგორც ქართულ აგრეთვე ევროპის ბაზარზე შესვლაში ან შესაბამის ბაზარზე მათი მოღვაწეობის გაფართოებაში. 

 

 

2. პროექტების მართვა და სამართლებრივი ექსპერტიზები;



3. სასამართლოში თქვენი კანონიერი ინტერესების დაცვა და შელახული უფლებების აღდგენა;



4. წარმომადგენლობა სასამართლო და საარბიტრაჟო დავებში;



5. სააღსრულებლო წარმოება;



6. წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ (სახელმწიფო) ორგანოებში;


 

7. ტენდერებსა და აუქციონებში  მონაწილეობის მისაღებად თქვენთვის  საჭირო დოკუმენტაციის მოპოვებასა  და პროცედურის გავლაში სამართლებრივი დახმარება;



8. საქართველოში სამეწარმეო იურიდიული პირების (შპს ,სს , სპს, კს,კოოპერატივი) დაფუძნება/რეგისტრაცია და  მათი შემდგომი საქმიანობის/ფუნქციონირების სამართლებრივი უზრუნველყოფა-კორპორაციული მომსახურება.

როგორი ვიდეოა?
კარგი
ცუდი